ბირთვული მედიცინის შესახებ

ბირთვული მედიცინა

ბირთვული მედიცინა იყენებს რადიონუკლიდებს დაავადებათა დიაგნოსტიკის, სტადიურობის დადგენის, მკურნალობის და მონიტორინგის მიზნით. ვინაიდან ბირთვული მედიცინა გულისხმობს პაციენტების ექსპოზიციას, უნდა იქნას გამოყენებული რადიაციული დაცვის ზოგადი პრინციპები. © IAEA

დიაგნოსტიკური ბირთვული მედიცინა

დიაგნოსტიკური ბირთვული მედიცინა გულისხმობს რადიოფარმაკოპრეპარატების გამოყენებას ორგანოს გლობალური ან რეგიონალური ფუნქციის გამოსახულების ან/და გაზომვის მიზნით. რადიოფარმაკოპრეპარატები ეძლევა პაციენტს ინტრავენური ინექციით, პერორალურად ან სხვა გზით, შესასწავლი ორგანოსა და ფუნქციის მიხედვით. რადიოაქტიური ნივთიიერების დაგროვება "uptake " ან ექსკრეცია შეისწავლება გამა კამერით, პოზიტრონურ ემისიური ტომოგრაფიის (PET) კამერით ან სხვა ინსტრუმენტით, როგორიცაა მარტივი სტაციონარული გამოსხივების დეტექტორი. რადიოაქტიური ნივთიიერების დაგროვება, ცალკეული ორგანოს ფუნქციური მახასიათებელია. © IAEA

ბირთვული მედიცინა - თერაპია

რადიოაქტიური დახურული წყაროების გამოყენება თერაპიის მიზნით მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობას (ჰიპერთირეოზი და ფარისებრი ჯირკვლის კიბო) რადიოაქტიური იოდის გამოყენებით, ასევე პალიატიური მიზნით ძვლოვანი მეტასტაზების სამკურნალოდ. მიმდინარეობს კვლევები ახალი რადიოფარმაცევტული საშუალებების შესაქმნელად სხვადასხვა სიმსივნეების სამკურნალოდ. ეს განყოფილება გაწვდით ინფორმაციას უსაფრთხოების ძირითადი საკითხების შესახებ ტერანოსტიკაში © IAEA